ყაზახეთის ძალოვანებმა ქ. აქტობეში 13 ექსტრემისტი გაანადგურეს, ოთხი
- დაჭრილია,
ამის შესახებ რესპუბლიკის შსს - ს პრეს მდივანმა ალმას სადუბაევმა
განაცხადა.
პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შვიდმა ბოროტმოქმედმა მიმალვა
მოახერხა, მათზე ძებნაა გამოცხადებული.
მისივე თქმით, შსს-ს ორგანოების პირადი შემადგენლობა საგანგებო
რეჟიმზეა გადასული.
„რია ნოვოსტი“- ს ინფორმაციით, აქტობეში თავდასხმა კვირას მოხდა —
ექსტრემისტებმა იარაღის ორ მაღაზიასა და სამხედრო ნაწილზე მიიტანეს
იერიში.
ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი: სამი სამოქალაქო და
სამი სამხედრო პირი, კიდევ ათი-დაჭრილია.
ამ დროისათვის ქალაქში ტერორსიტული საშიშროების „ყვითელი“ დონე
მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები