ორლანდოს მსროლელის მამა მისი შვილის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო
ბოდიშს იხდის.
“ჩვენ შოკში ვართ, ისევე, როგორც მთელი ქვეყანა“, – განაცხადა მან
ტელეარხ "ენ ბი სი"- ს ეთერში.
სედიქ მატინი ამტკიცებს, რომ მან არაფერი იცოდა ომარის გეგმების
შესახებ, თუმცა ინტერნეტში უკვე მოიძიეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის
მოძრაობა თალიბანის უჭერს მხარს.
ორლანდოს გეი - კლუბში ტრაგიკულ ღამეს დაღუპული ადმიანების ოჯახის
წევრები, ჯერაც ეძებენ თავიანთ დაკარგულ შვილებს.
ფლორიდას შტატში, სადაც ორლანდოა განლაგებული, საგანგებო მდგომარეობაა
გამოცხადებული. კვირას ადგილობირივ ეკლესიაში დაღუპლთა ხსოვნის
პატივსაცემად წირვა აღევლინა.
პოლიცია ადგილობრივ მცხოვრებლებს ურჩევს გამოძიების მსვლელობის
პერიოდში არ გამართონ უფრო მასშტაბური სამგლოვიარო ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები