ბაღდათში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
კვირას მომხდარი ტერაქტის შედეგად, რომელიც მაშინ მოხდა,როდესაც
მორწმუნეები რამადანის ერთ-ერთი დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, 125
ადამიანი დაიღუპა, 200 - დაიჭრა.
თვითმხილველების ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა
პრემიერ-მინისტრის კორტეჟს ქვები დაუშინეს. მოსახლეობა მომხდარში
ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
თავის თავზე.
მასალის გამოყენების პირობები