დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ წარმატებას მიაღწევს,
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.
ის მმართველი კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელად დაინიშნა.
გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდება. “ბრექსითი” –
“ბრექსითს ნიშნავს”… და, ჩვენ ვაპირებთ მისგან სარგებელი მივიღოთ.
ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება ახალი
პოზიტიური ხედვა ჩვენი სახელმწიფოს მომავლის შესახებ“ – აღნიშნა
მეიმ.
თავის მხრივ, დევიდ კემერონმა განმარტა, რომ თანამდებობას 13 ივლისს
დატოვებს, ამავე დღეს მთავრობას ტერეზა მეი ჩაუდგება სათავეში.
დევიდ კემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 23
ივნისის რეფერენდუმის შემდეგ გადადგა. მაშინ ამომრჩეველთა,დაახლოებით,
52 %-მა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა
მხარი.
მასალის გამოყენების პირობები