სირიის სამთავრობო არმიის მეომრებმა ალეპოს სამხრეთ და ჩრდილოეთ
დასავლეთით ტერორისტების შეტევა მოიგერიეს. „რია ნოვოსტის“
ინფორმაციით,
მხოლოდ სამხრეთ - დასავლეთით, 35 - დან 50 - მდე ტერორისტია მოკლული.
ამბოხებულებმა კაფრ - ხამრას და ხან - თუმანისკენ
გადაინაცვლეს.
ივლისის ბოლოს, რუსეთის და სირიის მთავრობებმა, ალეპოში მასშტაბური
ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყეს.
სამხედროებმა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ამბოხებულების იმ
ნაწილისთვის, ვინც იარაღის ჩაბარებას და დანებებას გადაწყვეტს,
კორიდორები შექმნეს.
თავის მხრივ, ტერორისტები, ადგილობრივ მოსახლეობას, სამთავრობო
ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას უკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები