თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მომხდარ აფეთქებას 50
ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი - დაშავდა, წერს სააგნეტო „როიტერი“.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ქორწილის სტურმები ღია ცის ქვეშ
აღნიშნავდნენ დღესასწაულს. ჯერჯერობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა
არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი
უწოდა. ქვეყნის ვიცე-პრემიერის მეჰმეტ შიშმეკის განცხადებით,
თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა განახორციელა.
გაზიანთეფი, რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული, სირიის
საზღვრიდან 64 კილომეტრში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები