რუს ჯარისკაცს სომხეთში ჩადენილი მკვლელობებისთვის სამუდამო პატირმობა მიესაჯა
რუსეთის ჯარისკაცს ვალერი პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
სომხეთის სასამრთლომ ის დამნაშავედ ცნო
გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობაში.
გამოძიების ვერსიით, 2015 წლის 12 იანვარს, რიგითმა პერმიაკოვმა
თვითნებურად დატოვა პოსტი გიუმრიში დისლოცირებულ ბაზაზე. ამის
შემდეგ, დეზერტირი ავეტისიანების სახლში მივიდა, მოკლა ოჯახის 6 წევრი
და სასიკვდილოდ დაჭრა 6 თვის ბავშვი.
ადრე რუსეთის გარნიზონის სასამართლომ პერმიაკოვს ათწლიანი პატიმრობა
მიუსაჯა და შემდგომ ის სომხეთის სასამართლოს გადაეცა. მკვლელობის
შემდეგ პერმიაკოვმა გარნიზონი დატოვა, ის სომხეთ-თურქეთის საზღვართან
დააკავეს.
რუსმა სამხედრომ დანაშული აღიარა. ექსპერტებმა ის შეურაცხადად
ცნეს.
მასალის გამოყენების პირობები