ყველაზე მეტად პროვინცია რიეტის მახლობლად მდებარე აკუმოლის კომუნა
დაზარალდა. "ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი რჩება, მათ შორის
ბავშვებიც",
- განაცხადა ქალაქის მერმა სეტფანო პეტრუჩიმ.
მანამდე, პოლიციამ მეზობელ ქალაქ პესკარაში დაღუპული ორი ადამიანის
შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ძლიერი ნგრევები მოჰყვა სტიქიას პატარა ქალაქ ამატრიცეში. "ნახევარი
ქალაქი ნანგრევების ქვეშ არის მოქეცული", - განაცხადა ქალაქის მერმა
სერჯიო პეროციმ.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა
სოფლებიდანაც.
სტიქიის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯას
სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2
მაგნიტუდა შეადგინა.
გაზეთ "ლა რესპუბლიკას" ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 20 წამის
განმავლობაში რომშიც იგრძნობოდა, იტყობინება "ბი - ბი - სი".
მასალის გამოყენების პირობები