ტოკიო: საჭიროების შემთხვევაში ჩვენს საჰაერო სივრცეს დავიცავთ
იაპონიის გამანადგურებლები ცაში მას შემდეგ აფრინდნენ, რაც ჩინეთის 7
სამხედრო თვითმფრინავი, მიაკოს არქიპელაგის გასწვრივ, ქალაქებს
ოკინავასა და მიაკოდზიმას შორის გამოჩნდა. ტოკიოს მონაცემებით, ჩინურ
თვითმფრინავებს შორის ბობმდმაშნები, თვითმფრინავი -მზვერავები და ერთი
გამანადგურებელი იყო. მათ რამდენიმე კუნძულს გადაუფრინეს, თუმცა
ქვეყნის საჰაერო სივრცეში არ შეჭრილან.
იაპონიაში მომხდარს ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირებად აფასებენ.
ტოკიოში აცხადებენ, რომ დააკვირდებიან პეკინის შემდგომ ქმედებებს და
აუცილებლობის შემთხვევაში, თავის საჰაერო სივრცეს დაიცავენ.
თავის მხრივ, ჩინეთი აცხადებს, რომ თვითმფრინავები გეგმიურ საწვრთნელ
ფრენებს საერთაშორისო კანონმდებლობის მკაცრი დაცვით ასრულებდნენ,
სწავლებაში 40 ჩინური თვითმფრინავია ჩართული.
ჩინეთში სამხედრო სწავლებები მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიამ სამხრეთ
ჩინეთის ზღვაში, აშშ-თან ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის შესახებ
განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები