პორტუგალიის ყოფილი პრემიერ - მინისტრი ანტონიო
გუტერეში ადასტურებს, რომ გაეროს გენერალური მდივნის
პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შორის
აშკარა ფავორიტის სტატუსით სარგებლობს და უსაფრთხოების საბჭოს
დღევანდელ ოფიციალურ კენჭისყრაზე, სავარუდოდ, მას დაუჭერენ
მხარს. ამის შესახებ მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის
მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა.
2005 - 2015 წლებში ანტონიო გუტერეში დევნილთა საკითხებში
გაეროს უმაღლესი კომისარის პოსტს
იკავებდა.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეკომენდაცია, რომელსაც დღეს მიიღებენ,
საბოლოოდ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს.
მასალის გამოყენების პირობები