თურქეთის გაზიანტეპში თვითმკვლელი ტერორისტი პოლიციელებთან ერთად აფეთქდა
თურქეთის პროვინცია გაზიანტეპში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი
აიფეთქა. დაღუპულია, ყველზე ცოტა,
3 ადამიანი, დაჭრილია - 8, მათგან 4 - პოლიციელია, ხოლო 4- სირიელი
ლტოლვოლი.
ინცინდენტი საპოლიციო ოპერაციის დროს მოხდა, როდესაც უსაფრთხოების
სამსახურის თანამშრომლები ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილის
სახლში ჩხრეკას აწარმოდებდნენ.
პროვინციის გუბერნატორის ალი ერლიქაის განცხადებით, ამ დროისთვის
ქალაქში დანარჩენი ტერორისტების გასანეიტრალებლად სპეცოპერაცია
მიმდინარეობს. მათ შორის, შესაძლოა, თვითმკვლელებიც იყვნენ.
გაზიანტიპის მცხოვრებლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები