ერაყის პრემიერ - მინისტრმა ჰაიდარ
ალ-აბადიმ მოსულის აღების მიზნით, სახმელეთო ოპერაციის
დაწყების შესახებ განაცხადა.
ეს არის 2014 წელს ისლამისტების მიერ ფაქტიურად, უბრძოლველად აღებული
ყველაზე მსხვილი ქალაქი. ამ დროისათვის, მასში დაახლოებით მილიონ
სამასი ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, არსებული მონაცემებით, 6
ათასი - "ისლამური სახელმწიფოს" წევრები
არიან.
პოლიციასა და არმიასთან ერთად, შტურმში მონაწილეობას ქურთების
რაზმები, ამბოხებული შიიტები და სუნიტები მიიღებენ მონაწილეობას.
სახმელეთო ძალებში 60 ათასზე მეტი ადამინია გაერთიანებული. ჰაერიდან
მახრდაჭერას მათ საერთაშორისო ტერორისტული კოალიციის საჰაერო ძალები
გაუწევენ, რომელსაც აშშ უდგას სათავეში. ოპერაციას ამერიკელი
მრჩეველები ხელმძღვანელობენ.
მასალის გამოყენების პირობები