24 ოქტმობრიდან საფრანგეთის ხელისუფლებამ მიგრანტების ბანაკის ე.წ.
„კალეს ჯუნგლების“ სრული ლიკვიდაცია დაიწყო.
პირველივე დღეს, 2.5 ათასი არალეგალი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში
გადანაწილდება. ამ ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივმა პრეფექტურებმა,
შსს-ს დავალებით, ცარიელი შენობები ლტოლვილების მისაღებ ცენტრებად
გადააკეთეს.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, კალეს ბანაკი,
კრიმინალის ბუდედ იქცა. მისი ბინადრები არაერთხელ შეეცადნენ
ლამანშის გვირაბის შტურმით აღებას, ძარცვავდნენ სატვირთო
მანქანებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიემართებოდნენ, თავს ესხმოდნენ
ადგილობრივი მცხოვრებლების სახლებს, აუპატიურებდნენ ქალებს.
აღნიშნულ ოპერაციაში 1250 პოლიციელი მიიღებს მონაწილეობას.
მიგრანტების ბანაკი კვირის ბოლომდე უნდა იქნეს ლიკვიდირებული.
მასალის გამოყენების პირობები