კანადის ხელისუფლება მზადაა მიგრანტები კვლავ მიიღოს, თუმცა მათი
რაოდენობა წელიწადში 300 ათასით
შემოიფარგლება.
ამის შესახებ მინისტრმა მიგრაციის საკითხებში ჯონ
მაკკალუმმა განაცხადა.
მისი თქმით, 2017 წელს ხელისუფლებას განზრახული აქვს ეკონომიკური
მიზეზებით გადაადგილებული მიგრანტების (172,5 ათასი) უფრო დიდი
რაოდენობის მიღება, ვიდრე ლტოლვილებისა. მათი რაოდენობა 40 ათასიდან
16 ათასადმე შემცირდება. ამასთან ერთად, მომავალ წელს კანადაში 84
ათასი ადამიანი შეძლებს ოჯახებს შეუერთდეს.
მასალის გამოყენების პირობები