მამების დღის აღნიშვნა ზუგდიდში 11:00 საათზე, მწერლების გიორგი კეკელიძისა და ზვიად კვარაცხელიას ახალგაზრდებთან შეხვედრით დაიწყო. მათ დამსწრეებს, მამებთან და შვილებთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს.
გუშინ მოსული ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად წალენჯიხასა და ზუგდიდში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" რადიო "ათინათს" უთხრეს,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი TOYOTA LENDCRUISER PRADO-ს მარკის ავტომობილი აუქციონზე გაყიდა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც 44 400 ლარად გაიყიდა, საკრებულოს თავმჯდომარის სარგებლობაში იყო,
ზუგდიდში 26 ივნისს, 17:00 საათზე, ველომარათონი გაიმართება, რომელიც სტარტს ბარამიას ქუჩიდან აიღებს და ანაკლიაში, სასტუმრო ,,პალმ ბიჩის“ მიმდებარე ტერიტორიასთან დასრულდება.
ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლას, სამეურვეო საბჭოს ინიციატივით, ანდრია დადიანის სახელი მიენიჭება. გადაწყვეტილებას მხარი ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს.
ხობის #2 საბავშვო ბაღიდან ორი ტელევიზორი მოიპარეს. როგორც რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, პოლიციამ ქურდობის ფაქტი უკვე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი.
ზუგდიდში რუსთაველის 84-სა (ასოციაცია "ჰანგის" წინ) და პროკურატურასა და რესურსცენტრს შორის, გამსახურდიას გამზირზე, შშმ პირთათვის პარკირების ადგილი გამოიყო.
მესტიაში სინოპტიკოსები დღეიდან ძლიერ წვიმას ელოდებიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მთაში და მაღალ მთაში უხვი ნალექის გამო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.