გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-22 სექტემბერს ზუგდიდსა და მარტვილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსი იქნება.
ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტი "წლის საუკეთესო თარგმანის" ნომინაციაში, მარტვილელი გიორგი ხულორდავას მიერ თარგმნილი აბდ ორ - რაჰმან ჯამის წიგნი "ბაჰარესთანი" გახდა.
მუჟავაში, ჩვინარეს ხეობაში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების პირველადი შედეგების მიხედვით, აღმოჩენილია მცირე ზომის ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, არის დარბაზული
ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას თვითაღიარებული რესპუბლიკის შსს - ს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს, რომ ზუგდიდის მერიამ 17 სექტემბრის, “ზუგდიდობის” დღესასწაულისთვის საჭირო მომსახურება შპს “სტუდია 1,2,3”-ისგან გამარტივებული წესით 367,054 ლარად, ღონისძიებამდე 6 დღით ადრე, 11 სექტემბერს შეისყიდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ტურიზმის მინისტრმა" თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში გამართულ ტურისტულ ფორუმზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება, წერს "ტასი".
18 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ტყვარჩელის რაიონის ტყის მასივში სამართალდამცავებმა მაინინგ ფერმა აღმოაჩინეს, კრიპტოვალუტის მაინინგის 148 მოწყობილობით. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით,
2023 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.