2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, საქართველოს სასწავლო ცენტრის ჯი-ელ-სის ზუგდიდის განყოფილების ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, მათგან ორმა აბიტურიენტმა 100%-იანი, ერთმა კი 70%-იანი გრანტი მოიპოვა.
2023 წლის 1 - ლი სექტემბიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში, ორი დანაშაულებრივი ჯგუფი ამხილეს, რაზედაც სისხლის სამართლებრივი დევნა შვიდი პირის მიმართ დაიწყო.
გზის მოხრეშვა, ამბულატორიული ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, მოედნის განათება - ეს ის პროექტებია, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამ სოფელში ქალების საინიციატივო ჯგუფებმა წარადგენეს და ასოციაცია „იმედი’’ დევნილ ქალთა მოძრაობის მშვიდობისათვის“ დახმარებით განახორციელეს კიდეც.
28 ივლისს მოკლული გალის მკვიდრის ნათია ბახტაძის დედა იამზე აგუმავა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, კონკრეტულად დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას, შინაგან საქმეთა მინისტრს რობერტ კიუტის, მოადგილე ტიმურ შერგელიასა და ომბუდსმენის ანას ქიშმარიას საჯაროდ მიმართავს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტებისთვის გასაცემი სახელმწიფო გრანტის მოცულობა წელს 12 600 000 ლარია, ამის შესახებ შესაბამის დადგენილებაში ვკითხულობთ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ქალაქ ზუგდიდში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.