სტატია
აგვისტოს ომის გმირის დედა: ზუგდიდში დადგმული მემორიალი ჩემთვის შეურაცხმყოფელია (ვიდეო)
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას დედა მზია გოროზია მიიჩნევს, რომ სკეიტ-პარკში დადგმული ომის გმირების მემორიალი მებრძოლების პატივისცემის ნაცვლად მათი შეურაცხყოფაა. მზია გოროზიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მას მემორიალი რამდენიმე მიზეზის გამო არ მოსწონს. პირველ რიგში, გოროზიასთვის კატეგორიულად მიუღებელია ბეტონის ქანდაკება და მემორიალის დეტალები.

„სირცხვილი ზუგდიდის მერიას, რადგან მათ ოთხი გმირი ჰყავთ აქ და არ მიხედეს. ბეტონის მონოლითის მეტი ღირსი არ იყვნენ ეს ბიჭები? ეს მემორიალი უფრო სამამულო ომის გმირების მემორიალს ჰგავს. რა თქმა უნდა, მათი ხსოვნის პატივისცემისთვისაც უნდა იდგეს აქ ძეგლი და აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭებისთვისაც, მაგრამ ჩვენც ხომ ვიმსახურებთ?! ეს არც ამ ადგილისთვისაა შესაფერი და არც გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად. ჩვენს ბიჭებს ჩექმები არ ეცვათ, არც საველე ფორმას ჰქონდა სამხრეები, არც ეს იარაღი ეჭირათ. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლურად თუნდაც, უნდა გააკეთო ისეთი, რა ფორმითაც წავიდნენ ბიჭები ომში“, - ამბობს გოროზია.

მისივე თქმით, თავად იყო ჩართული მემორიალის დიზაინის შერჩევაში, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჰქონდა პირობა, რომ ქანდაქება არა ბეტონის, არამედ სპილენძის მასალისგან იქნებოდა. სწორედ იმის გამო, რომ გმირების ხსოვნისთვის მემორიალი დადგმულიყო, თბილისიდან პერიოდულად ჩამოდიოდა.

„ფოტოსა და ვიდეოზე სულ სხვანაირად ჩანდა. ორი წლის წინ დაიწყო ეს ამბები და ამ დრომდე მემორიალის დადგმა ვერ მოახერხეს. აქ რომ ჩამოვედი და ვნახე, მაშინვე მივედი მერთან გიორგი შენგელიასთან და ავუხსენი, რატომ არ მომწონდა მემორიალი. დამპირდა, რომ კორექტივებს შეიტანდნენ და გამოასწორებდნენ. ელემენტარულია, რომ, მაგალითად, საქართველოს და ევროკავშირის დროშები იყოს გვერდიგვერდ, იყო ლამაზი ქოთნის ყვავილები, იყოს სკამი და რაც მთავარია, გმირები სახელები, წოდებები, ჯილდოები ისე გამოკვეთილად ეწეროს, ოდნავ მოშორებითაც შეეძლოს გამვლელს კითხვა. დაედგათ უბრალო, კარგად გაკეთებული ქვა, თუნდაც“, - გვითხრა გოროზიამ.

მზია გოროზიას შვილი, სერგო გოროზია 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. დედა ამბობს, რომ 11 წლის განმავლობაში წელს პირველი წელია, როცა არა შვილის საფლავზე, არამედ მისი ხსოვნის მემორიალთან იქნება, თუმცა გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია.

ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ კომპოზიცია სპეციალურმა კომისიამ მოიწონა და ის არა მხოლოდ ზუგდიდელი მებრძოლების, არამედ, 2008 წლის ომში დაღუპული ყველა ქართველის ხსოვნას ეძღვნება.

„ეს არის აბსტრაქცია, მარადიული სულების უკვდავსაყოფად სილუეტებია გამოხატული. რაც შეეხება იარაღს, ჩექმას ან სამხრეს, იარაღი არის დაშვებული და გამოხატავს სიმბოლოს, სამხრე საერთოდ არ არის, ჩექმის ნაცვლად კი ჯარისკაცის უფრო დაბალყელიანი ფეხსაცმელია. უკანა მხარეს კი კოლხი მეომრების გამოსახულებებია. ეს არ არის კონკრეტულად ვინმეს ძეგლი. დროშას კი კომპოზიციურად ამ ადგილას ვერ დავდგამთ“, - აღნიშნა ჯიქიამ.  მისივე თქმით, ცვლილებების შეტანა ქანდაკებაში იგეგმება. მათ შორის, მემორიალთან ქვების ნაცვლად ფილები დაიგება.

მემორიალის გახსნა ხვალ, აგვისტოს ომის 11 წლისთავზეა დაგეგმილი. პროექტისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 14 984 ლარი გამოიყო.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.