ახალი ამბები
ზატულინმა და ლავროვმა „განმარტეს“, თუ რატომ შეუჩერდა სოხუმს მოსკოვის დახმარება
მოსკოვის გადაწყვეტილებას სოხუმისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის პოლიტიკით ხსნიან, რაც, რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, „აუარესებს საინვესტიციო კლიმატს და ზიანს აყენებს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს“.
ამის შესახებ, კერძოდ, დსთ-ს საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა „გაზეტა რუს“ განუცხადა.

„საკმაოდ დიდი ხანია, აფხაზეთის პარლამენტი გაურბის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული დაპირებების შესრულებას. მაგალითად, ის არ ცნობს საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქციას. ამ საკითხზე დოკუმენტი პარლამენტშია, მაგრამ დეპუტატები გადაწყვეტილებებს არ იღებენ პოპულისტური განწყობებისა და რუსეთის წინააღმდეგ ეჭვების კამპანიის გავლენით, რომელსაც აწარმოებს ზოგიერთი პირი (მათ შორის დეპუტატთა კორპუსიდან). როგორც ვიცი, ეს არის ახსნა. ყველაფერი დანარჩენი, როგორც მე მესმის, შემდგომი მოლაპარაკებების და დისკუსიების პროცესშია“, - განაცხადა ზატულინმა.

მეტიც, რუსი პოლიტიკოსი თვლის, რომ აფხაზი „აქტიური უმცირესობა“ რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ცდილობს, „ყოველი ასეთი შეთანხმების უკან აფხაზეთის სუვერენიტეტისთვის რაიმე სახის საფრთხე დაინახოს“ . მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას „მესამე სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციები აწარმოებენ, რომლებიც უცხოეთიდან, უცხოური გრანტებით ფინანსდებიან“.

თემას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც გამოეხმაურა, RBC - სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სოციალური გადასახადების შეჩერება არ ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას, არამედ საუბარია "იმ ვალდებულებების ბალანსის შენარჩუნებაზე, რაც ორი ქვეყნის მთავრობებმა აიღეს თავის თავზე".

მან აღნიშნა, რომ აგვისტოში , როდესაც სერგეი შამბას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ეს უკანასკნელი რუსეთში მიიწვია. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრის ორგანიზება უახლოეს დროში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, სხვა რუსული უწყებები, თავიანთ სოხუმელ კოლეგებთან აგრძელებენ შესაბამის მუშაობას.

„... რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა დეპარტამენტები და მათი კოლეგები სოხუმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. მაგრამ, კიდევ ერთხელ, მთავარია ყველა იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული და დამტკიცებულია პრეზიდენტების მიერ“, - განაცხადა მან.

შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა, მისი განცხადებით, კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლიდან გამომდინარეობს.

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით მოსკოვი სოხუმს შემდეგ პირობებს უყენებს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
დღის სიახლეები
16 / სექტემბერი 2024
16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა
16 / სექტემბერი 2024
დღეს, 16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. მათ შორისაა GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაც, სადაც დილით, პირველი ზარის დარეკვამდე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
16 / სექტემბერი 2024
დღეს, სოხუმში თავს დაესხნენ აფხაზ ჟურნალისტს დავით გობეჩიას და მოძრაობა “ხარახპიცუნდას” აქტივისტს ლია აგრბას, წერს „ეხო კავკაზა“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 29 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.