ზუგდიდში პროევროპული აქციის მონაწილეები პროტესტის 23 - ე დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ისევ შეიკრიბნენ, შემდეგ კი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
აქცია - მსვლელობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდანაც შეუერთდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსებიც.
შეკრებილებს ხელში ევროკავშირისა და საქართველოს დროშები უჭირავთ.
ისევე როგორც სხვა დღეებში, დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა ხელახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.
მსვლელობის შემდეგ მომიტინგეები ისევ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მივდინენ, სადაც დამონტაჯებულია მონიტორი.
ამ წუთებში შეკრებილებს მიმართავენ გამომსვლელები.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.
ამავე თემაზე:ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)
სამეგრელო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)
საქართველოს მომავალი აუცილებლად უნდა იყოს ევროპაში, - ზუგდიდში აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ ( ფოტო)
ზუგდიდში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები