ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა, დე ფაქტო რესპუბლიკის '"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს, 5 იანვარს, საბერიოში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე
ემსხვერპლა. ცეცხლი ჭოლარიების კერძო სახლს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა მთელს შენობაზე.
სახლში მყოფი ბავშვების გამოყვანა კი ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები