დღეს, 1 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
„პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძვის - ბადრა გუნბა,რომელსაც რუსეთი ღიად უჭერს მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.
დილის 8 საათზე 35 საარჩევნო ოლქის 152-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა, წერს "აფსნიპრესი".
ამავე ცნობით, ოკუპირებელი აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ორი საარჩევნო უბანი გახსნილია რუსეთში - მოსკოვსა და ჩერქესკში.
დე ფაქტო ცესკო თანახმად, ამომრჩეველთა ძირითად სიაში 134 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
კენჭისყრის მეორე ტური ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი მოქალაქეების არანაკლებ 25%.
პირველი ტური, 2025 წლის თებერვალში ჩატარდა.
გუშინ, რუსეთის საგარეოო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ
განაცხადა, რომ „ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას აფხაზეთში, რომელსაც რუსეთს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და მოსკოვი მოელის, რომ აფხაზეთში საარჩევნო ციკლის დასრულება, გამოიწვევს რესპუბლიკის სტაბილურობის გაძლიერებას".
ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.
მასალის გამოყენების პირობები