სტატია
მამა დიმიტრი ვეკუა: ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტი პატრიარქმა მოიწონა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტი, რომლის აღმართვა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სურთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოიწონა. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეპარქიის მდივანი მამა დიმიტრი ვეკუა წერს. პოსტიდან ვიგებთ, რომ, პროექტის საჯარო განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, განახლებული მაკეტის სოცილურ ქსელში გავრცელებას საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაკეთებ განმარტებას გუშინ, სოციალურ ქსელში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ნიშის წარმოდგენილ და გავრცელებულ მაკეტთან დაკავშირებით. პროექტის აღნიშნული მაკეტი, გახლავთ ქართველი და ევროპელი სპეციალისტების მიერ, ერთობლივი მუშაობისა და განხილვის შედეგად შემუშავებული და ასევე მხარდაჭერილი და მოწონებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ, ნიშის ქართული პრიორიტეტული არქიტექტურული მახასიათებლებისა და თავისებურებებიდან გამომდინარე.

პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, აღნიშნული მაკეტის გავრცელება, არ ემსახურება, ოპონენტების შეფასებით აპრიორშივე პროექტთან დაკავშირებით უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენივე სურვილითა და საზოგადოების მოთხოვნით, სწორედ ამისთვის დაიგეგმა საჯარო განხილვა, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს საკუთარი აზრისა და პოზიციის არგუმენტირებული გამოხატვის შესაძლებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით.

საზოგადოების ნაწილს სურს წარმოაჩინოს, რომ საკითხი სუბიექტურად და ერთპიროვნულად არის გადაწყვეტილი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და საჯარო განხილვის ფორმატიც, სწორედ ამას ცხადყოფს და თვალნათლივ მოწმობს. თუმცა შევნიშნავთ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ეპარქიის იერარქიის სურვილი, არამედ ნიშის აღმართვა წარმოადგენს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მრავალრიცხოვანი მორწმუნე საზოგადოებისა და რიგითი ზუგდიდელების სურვილსა და ნებას, რაც 20 თებერვალს გაცხადდება“, - წერს მამა დიმიტრი.

მანამდე, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ 20 თებერვალს, 18 საათზე მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდება აღნიშნული პროექტის წარდგენა. აქვე ვკითხულობთ, რომ მსურველებს შეუძლიათ დასწრება, თუმცა საჯარო განხილვა, რომელიც გაცილებით ადრეც დაანონსდა, ნახსენები არ არის. სწორედ ამ განცხადების ქვეშ გამოხატეს მოქალაქეებმა ფრესკის შესაძლო აღმართვასთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებები. საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ იდეას დადებითად აფასებს და საჯარო განხილვის აუცილებლობაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ნაწილს კი პროექტი არ მოსწონს და აღნიშნულ ადგილას ფრესკის განთავსებას მიზანშეუწონლად თვლის.

"ამინ, გაგახაროთ ღმერთმა“, „შეგვეწიოს დედაღვთისას ძალა და მადლი“, „გაიხარეთ, შეგეწიოთ ღვთისმშობელი!“ - საპატრიარქოს განცხადების ქვეშ მსგავსი ათობით კომენტარია.

ეპარქიის ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ფეისბუქ მომხმარებელს არჩილ თოდუას იდეა არ მოსწონს და რამდენიმე კითხვას სვამს:

1. ჯერ დაანონსდა საჯარო განხილვა იქნებაო, რაც თავისთავად გულისხმობდა ნიშის თუ პანოს დადგმის საჭიროების განხილვას

2. თუმცა არათუ განხილვა, დასადგამი მონუმენტის ფორმაც უკვე შერჩეული გქონიათ, ვინ არის მოქანდაკე თუ ამ დიზაინის ავტორი? რამდენად უხდება იქაურ გარემოს და ა.შ. ეს კითხვები ხომ უნდა დაისვას?

3. სეკულარულ სახელმწიფოში თუ ვცხოვრობთ რამდენად სწორია რელიგიის ამ მასშტაბით დომინირება?

4. ეს ქალაქი მარტო ორთოდოქსი ქრისტიანების საკუთრება ხომ არაა? სხვებისაცაა, სხვა რელიგიების წარმომადგენლების, მათ შორის ათეისტებისაც და ეს საკითხიც ყველას აზრის გათვალისწინებითაა გადასაწყვეტი.

5. ქრისტე არ ავალებს მიმდევრებს გამოსახულებების გამრავლებას, მაშინ როდესაც უპოვართა და მიუსაფართა მზრუნველობა პირდაპირი დავალებაა მოსწავლეების მიმართ, ცხოვრების იმ წესების დაცვა რასაც ქრისტე ქადაგებდა. შესაბამისად რა არის უფრო ქრისტიანული საქციელი ამ მონუმენტის აღმართვაში ფულის ხარჯვა თუ ამ ფულით, თუნდაც რომელიმე საბავშვო ბაღში ელემენტარული პირობების შექმნა?

6. ამ ადგილას სადაც ოდესღაც ტირანის - სტალინის ძეგლი მდგარა, აუცილებელი თუა რაიმე ქანდაკების დადგმა ხომ არ ჯობს ამ ქალაქის, ამ კუთხის ისტორიასთან დაკავშირებული რამ დაიდგას?

„ეს არის კითხვები, რომელის მე - ამ ქალაქის მაცხოვრებელს მაქვს და რაზეც დიდი ალბათობით პასუხებს ვერ მივიღებ, რადგანაც წმინდა საბჭოთა მეთოდებით ვიღაც ჩვენს, ხალხის ნაცვლად ღებულობს გადაწყვეტილებებს!“, - წერს არჩილ თოდუა. მას რამდნიმე მოქალაქე პასუხობს, თუმცა სასულიერო პირები არ გამოხმაურებიან.

„მესმის ხალხის ვნებათაღელვის, ისეც რომ მორწმუნე ერი ვართ, მაგრამ ეს პროექტი შეუფერებელია ამ სივრცისთვის ძალიან ბევრი მიზეზის გამო!!!“ - ირაკლი ჯიქია.

„ბარემ ეკლესია დადგით, ეს მოედანია და არა სამლოცველო მარტო თქვენ რატომ წყვეტთ ქალაქის ამბებს“, - ლადო-ვლადიმირ ავალიანი.

„არ ვემხრობი ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ამ იდეის განხორციელებას. ეს მოედანი ქალაქის ცენტრში, ერთადერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია სხვა სახის, ჩვენი ისტორიის ამსახველი მონუმენტი დაიდგას, სადაც შეიძლება მასობრივი გასართობი თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება. საკულტო ნაგებობის აღმართვა ბევრ შეზღუდვას და სათანადო მოქცევას მოითხოვს, რაც ხელშემშლელი იქნება ასეთი ღონისძიების ჩასატარებლად... ღვთისმშობელი შეგვეწიოს მომხრეს და მოწინააღმდგეს", - კახა ჯიქია.

თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტი გასული წლის 2 ივნისს აღმართეს, რაც მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობას დღემდე იწვევს. პროექტის პირველი საჯარო განხილვა 20 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეშია დაგეგმილი.


მთავარი ფოტო: ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.