სტატია
დადიანების მუზეუმის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი 413 000 ლარად გაიყიდა
ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთი, რომელიც სასახლის ეზოს ნაწილად მოიაზრება, 2007 წლის შემდეგ, მესამედ გაიყიდა. ქალაქის ცენტრში არსებული 995 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ამჯერად შპს „ლაზეთი გრუპის“ საკუთრება გახდა. ნასყიდობის ხელშეკრულება 22 მარტს გაფორმდა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია 413 ათას ლარად გაიყიდა.

„ლაზეთი გრუპი“ 2017 წელს მამუკა კვირკვიამ დააფუძნა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს-ის დირექტორი და 50% წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ლალიტა შერვაშიძეა. დანარჩენ 50 %-ს კი მამუკა კვირკვია ფლობს. გარდა ამისა, კვირკვია და მის მიერ დაფუძნებული „ლაზეთი გრუპი“ წილებს ფლობენ შემდეგ შპს-ებში: "ლაზეთი 2017", "ენგური 2017" და "ცაიშის კურორტი".

ინტერნეტ გამოცემა "პრაიმტაიმი" წერს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „ლაზეთი გრუპი“ ღვინის მუზეუმის მოწყობას გეგმავს.

მანამდე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს  მოქალაქე გია უბირია ფლობდა, რომელმაც ტერიტორია აუქციონზე შეიძინა. რეესტრზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ქონება აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა. მისი საწყისი ფასი 482 250 ლარი იყო.

სულ პირველად, აღნიშნული ტერიტორიის გასხვისების შესახებ ცნობილი 2013 წელს გახდა, თუმცა, როგორც მაშინ გაირკვა მიწის ნაკვეთი ენმ-ს წევრზე 2007 წელს გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტრომ უძრავი ქონება 135 ათას დოლარად გაასხვისა. ლევან ქარდავა მაშინ ამბობდა, რომ ტერიტორიის შეძენა და ინვესტიციის ჩადება მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს, თუმცა თანახმა იყო ტერიტორია გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სანაცვლოდ კვლავ სახელმწიფოსთვის დაებრუნებინა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ზუგდიდში არაერთი აქცია გაიმართა. ეს ამბავი დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს. ასევე, ამ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების წინააღმდეგი იყო ისტორიკოსი აბესალომ ტუღუში. 

მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია კი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ტერიტორია, სადაც ყოფილი დეპუტატის გოჩა ფიფიას მიერ ღია ტიპის გასართობი ადგილი ("თეატრონი") იყო მოწყობილი, მუზეუმის საკუთრება იყო. ის მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მამუკა კვირკვია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ძმაა, რომელიც ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის საქმეში ფიგურირებს. ბოლოს ზურაბ კვირკვიას სახელმა პანდემიის დროს გაიჟღერა. მან შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად 50 ათასი ლარი გაიღო.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.