გადაადგილება სამშობლოში სიცოცხლის ფასად - ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი (ვიდეო)
21:46 / 26.08.2020
65 წლის ოთარ ჯობავა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა გუშინ გამორიყა.
მისი ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა, დაახლოებით, დღის 12 საათისთვის იპოვა. აქ ვარაუდობენ, რომ გალის მკვიდრი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა და დაახრჩო. ორსანტიაში ყვებიან, რომ ოთარ ჯობავა მდინარის გადმოლახვას პენსიასთან დაკავშირებული საბუთების მოსაგვარებლად ცდილობდა. ერთადერთ გზად კი ზუგდიდში მოსახვედრად, ჩაკეტილი ე.წ. საზღვრის პირობებში ენგურის გადმოცურვა მიიჩნია. „გაჭირვებამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ალბათ. გაჭირვებამ ჩაიყვანა წყალში. არ ჰქონდა სხვა გზა, ენგურის ხიდი ჩაკეტილია, სხვაგან გადმოსასვლელი არსადაა, რა უნდა ექნა. საწყალი... არ აქვთ საშუალება გადმოვიდნენ და წვალობენ“, - სინანულით ამბობენ ორსანტიელები, რომელთა სახლიდან თვალის გასაწვდენ მოკლე მანძილზე ოტობაია, ოკუპირებული გალის კიდევ ერთი სოფელი ჩანს.
სოფელ ოქუმში ოთარ ჯობავა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ჯერჯერობით, ოჯახის წევრებს ცხედარი არ უნახავთ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან, ჯობავა კი ნათესავის სახლში, ზუგდიდშია დასვენებული. ზუგდიდში ახლობლები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ მათი ნათესავი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. უცნობია, როდის გადაასვენებენ გარდაცვლილს მშობლიურ სოფელში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა განსაკუთრებით მას შემდეგ გაჭირდა, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ზუგდიდში გადმოსასვლელი რამდენიმე პუნქტიდან მხოლოდ ერთი დატოვა ღია. ახლა კი, დანარჩენ საქართველომდე მოსასვლელი მავთულხლართებისგან თავისუფალი ერთადერთი გზა - ენგურის ხიდიც დაკეტილია და პანდემიის პრევენციის საბაბით, პერიოდულად, მხოლოდ რამდენიმე დღით იხსნება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები