ვენეციის კინოფესტივალზე "ოქროს ლომი" წელს წარდგენილი იყო რეჟისორ ოდრი დივანის ფილმი "მოვლენა". ფილმში მოთხრობილია არალეგალური აბორტების შესახებ.
ასეთი ყურადღება ქალთა უფლებებისა და აბორტის მიმართ მიუთითებს იმაზე, რომ ეს თემა გლობალურად კვლავ აქტუალურია.
კანონი, რომელიც არეგულირებს აბორტების თემას საქართველოში, ამოქმედდა 2000 წელს. ამ კანონის თანახმად, ორსულობის შეწყვეტა ქალის მოთხოვნით პირველი 12 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი. 12-დან 22 კვირამდე აბორტი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, 22 კვირის შემდეგ კი აბორტი აკრძალულია.
გაეროს მონაცემებით, 2010 წლისთვის საქართველოში 15-დან 44 წლამდე ასაკის 1000 ქალში აბორტების რაოდენობა 26,5 იყო. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში აბორტების რაოდენობა შემცირდა და 2020 წელს 1000 ქალზე 19 შეადგინა. ექიმები ამას იმით ხსნიან, რომ ქალებმა უფრო ხშირად დაიწყეს კონტრაცეპტივების გამოყენება.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიკანონი უფლებას აძლევს ექიმს უარი თქვას აბორტის განხორციელებაზე (რელიგიური ან ეთიკური მიზეზების გამო). ზოგი ექიმი იყენებს ამ უფლებას, ზოგი კი არ ისტუმრებს უარით ასეთ პაციენტს, რადგან თვლის, რომ ქალი, რომელმაც აბორტის გაკეთება გადაწყვიტა, მაინც იპოვის გზას ნაყოფისგან თავის დასაღწევად - და, დიდი ალბათობით, ის აირჩევს ნაკლებად უსაფრთხო მეთოდს. მიუხედავად იმისა,რომ კანონი არ კრძალავს აბორტს, ქალები მაინც ხშირად მიმართავენ ორსულობის შეწყვეტის არალეგარულ გზებს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ფინანსური დაუცველობაა. კლინიკაში ეს სამედიცინო პროცედურა დაახლოებით 250 ლარი (80 დოლარი) ღირს. სახელმწიფო არ აფინანსებს ორსულობის შეწყვეტას და ბევრი ვერ ახერხებს ასეთ თანხის გადახდას. ამიტომ ქალები ხშირად მიმართავენ არალეგალურ მომსახურებას.
კიდევ ერთი მიზეზი ამისა ის არის, რომ ქალებმა ხშირად არ იციან, თუ ვის მიმართონ ასეთ შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით ეხებათ სოფლად მცხოვრებ ქალებს. როგორც წესი, რეგიონებში არ არსებობს კლინიკები, სადაც შესაძლებელია აბორტის გაკეთება. ქალებს უწევთ დიდ ქალაქებში გამგზავრება, ეს კი მათთვის შორია და თან ძვირი. ქალმა ისიც კი არ იცის, ვის მიმართოს დიდ ქალაქში, რადგან ყველა კლინიკა არ უზრუნველყოფს ამ სერვისს. ამასთან, არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებების ერთიანი სია, სადაც აბორტი შეიძლება გაკეთდეს - ჯანდაცვის სამინისტრო არ აწარმოებს აღრიცხვას ასეთი საავადმყოფოების შესახებ. ამის გამო ქალებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სწორი კლინიკის ძებნა. ამიტომ, ისინი ხშირად ირჩევენ ორსულობის შეწყვეტის სხვა მეთოდებს - ან ხალხური საშუალებების გამოყენებით, ან აბორტის გაკეთება "სახლში" (ეს ნაკლები ღირს - დაახლოებით $ 40). არალეგალური აბორტების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ისინი მნიშვნელოვნად აჭარბებენ კანონიერ პროცედურებს.
საქართველოს სახალხო დამცველის
წლიურ ანგარიშში (2018) ნათქვამია, რომ უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ექიმები ცდილობენ, გადაარწმუნონ ქალები ორსულობის შეწყვეტის შესახებ. ზოგჯერ ისინი იყენებენ არაეთიკურ მეთოდებს და მიზანმიმართულად აწვდიან ცრუ ინფორმაციას მომსახურების მიღების პირობების ან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ფრიდრიხ ებერტის ფონდის (2016)
კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდების 42% თვლის, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს საკანონმდებლო დონეზე, 32% - რომ აბორტი შეიძლება დაშვებული იყოს მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო და მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ აბორტი ოფიციალურად უნდა იყოს დაშვებული. ამასობაში ექსპერტები თანხმდებიან, რომ აბორტის აკრძალვა სიტუაციას ვერ გადაარჩენს - მხოლოდ უკანონო შემთხვევების ზრდას გამოიწვევს. საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი შესაძლო გზაა ქალების განათლება კონტრაცეფციის თანამედროვე, უსაფრთხო მეთოდების შესახებ. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
მონაცემებით, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების ხელმისაწვდომობის ინდექსი საქართველოში 47-ია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.
წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაქართველოს პარლამენტმა უკანონო აბორტებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაამკაცრა. კანონის დამრღვევები ისჯებიან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-300 საათის ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 1-2 წლით (განმეორებით დარღვევის შემთხვევაში 3 წლით ჩამოერთმევათ ექიმად მუშაობის უფლება).
* * *
ცალკე პრობლემაა სელექციური აბორტი (როდესაც ორსულობა წყდება ნაყოფის სქესის დადგენის შემდეგ). ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის PNAS-ის ჟურნალში გამოქვეყნებული
კვლევის თანახმად, მსოფლიოში 47 წლის განმავლობაში დაახლოებით 23 მილიონი გოგონა არ დაიბადა, რადგან მათ მშობლებს ბიჭი სურდათ. სელექციური აბორტები ყველაზე ხშირად კეთდებოდა 11 ქვეყანაში. მათ შორისაა სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. ამ სამ ქვეყანაში სელექციური აბორტების ზრდა დაიწყო სსრკ-ს დაშლის შემდეგ.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ორსულობის შეწყვეტას ნაყოფის სქესის მიხედვით (გამონაკლისს წარმოადგენს მშობლებში რიგი გენეტიკური დაავადებების არსებობა), თუმცა, ზოგჯერ ქალები, რომლებმაც შეიტყვეს არ დაბადებული ბავშვის სქესი, კვლავ მიმართავენ ორსულობის შექყვეტის უკანონო მეთოდებს. ხშირად ამას ახლობლების ზეწოლით აკეთებენ. გამოკითხვების მიხედვით, საქართველოში ოჯახების 46%-ს ურჩევნია შვილი-ბიჭის ყოლა და მხოლოდ 9%-ს უნდა
შვილი–გოგო. საზოგადოების ზოგიერთ ფენაში კვლავ დომინირებს აზრი, რომ ვაჟი მემკვიდრეობის გამგრძელებელია და რომ "ქართული ოჯახი არ არის სრულფასოვანი, თუ მასში მემკვიდრე არ არის შვილი–ვაჟი". ეს განსაკუთრებით ხშირია ოჯახებში, სადაც უკვე არის ერთი შვილი-გოგო. როცა ცნობილი ხდება, რომ ქალი მეორე გოგონას ელოდება, ზოგ შემთხვევაში გარემო აიძულებს მას, ორსულობა შეწყვიტოს.
არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა სელექციური აბორტის შესახებ (ძნელია მისი შეგროვება, რადგან ქალები ხშირად არ აღიარებენ, რომ სქესის გამო იშორებენ ნაყოფს) თუმცა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2008-2012 წლებში 100 გოგონაზე მოდიოდა 109 ბიჭი (მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 100 გოგოზე 105-106 ბიჭია). სელექციური აბორტი უფრო ხშირია რეგიონებში, ვიდრე თბილისში - ზოგიერთ რეგიონში მაჩვენებელმა 113-ს მიაღწია. UNFPA-ს მონაცემებით, 1990-2010 წლებში საქართველოში სელექციური აბორტები გამო არ დაბადებულა 25 000 გოგონა. ფეხმძიმობის ბოლო ვადა, როდესაც კანონი არ კრძალავს აბორტის გაკეთებას, არის ფეხმძიმობის მე–12 კვირა. დაახლოებით ამავე პერიოდშია შესაძლებელი არ დაბადებული ბავშვის სქესის განსაზღვრა. კანონი უკრძალავს ექიმებს, აუწყონ მშობლებს საშვილოსნოში მყოფი ბავშვის სქესი მე-14 კვირამდე, როდესაც უკვე დაგვიანებულია აბორტის გაკეთება. თუმცა ქალები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან ახლობლების მხრიდან ზეწოლას, ზოგჯერ მზად არიან უკანონო აბორტებისთვის.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სელექციური აბორტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ PАСЕ–ში, სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ თავიანთ კანონმდებლობას ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოიყვანდა. დღეს საქართველოში გენდერული თანაფარდობა მეტ-ნაკლებად დარეგულირდა, მაგრამ სიტუაცია კვლავ მოითხოვს ყურადღებას.
პაატა ზაქარეიშვილი
Аборты в Грузии
«Золотого льва» Венецианского фестиваля в этом году получил фильм режиссера Одри Диван«Событие». Лента рассказывает о нелегальных абортах. Такое внимание к правам женщин и абортам говорит о том, что эта тема все еще актуальна в глобальном масштабе.
Закон, регулирующий аборты, в Грузии вошел в силу в 2000 году. По нему прерывать беременность по запросу женщины можно в первые 12 недель. В период от 12 до 22 недель допустим аборт лишь по медицинским показаниям, а после 22 недель аборт запрещен. По данным ООН, к 2010 год число абортов в Грузии составляло 26,5 на 1000 женщин в возрасте от 15 до 44. Этот показатель был среди наиболее высоких в мире. Однако в последние годы ситуация немного улучшилась. По информации Национальной службы статистики Грузии, за последние 10 лет число абортов снизилось и составило 19 на 1000 женщин в 2020 году. Медики объясняют это тем, что женщины стали чаще пользоваться контрацептивами.
Источник: Национальная служба статистики Грузии
Закон позволяет врачу отказаться делать аборт (по религиозным или этическим мотивам). Одни медики пользуются этим правом, другие не отказывают пациенткам, так как считают, что решившаяся на аборт женщина все равно найдет способ избавиться от плода – и скорее всего, она выберет менее безопасный метод.Несмотря на то, что закон разрешает аборты, женщины часто прибегают к нелегальному прерыванию беременности. У этого есть несколько причин. Одна из них – финансовая необеспеченность. В клинике эта медицинская процедура стоит около 250 лари ($80). Государство прерывание беременности не финансирует, а многим такая сумма не по карману. Поэтому женщины нередко прибегают к нелегальным услугам.
Еще одна причина в том, женщины часто не знают, куда обращаться. Особенно это касается жительниц сельских районов.Как правило, в регионах клиник, где можно делать аборт,нет. Женщинам приходиться ехать в крупные города, а это далеко и дорого. Но и там они не знают, куда обратиться, так как не каждая клиника предоставляют эту услугу. При этом нет единого списка медицинских учреждений, где можно сделать аборт – Минздрав не ведет учета таких больниц. Из-за этого женщинам приходиться долго искать нужную клинику. Поэтому они часто для прерывания беременности выбирают другие методы –либо используют народные средства, либо делают аборт «на дому» (это обходится дешевле – около 40$).Точной статистики нелегальных абортов нет, но специалисты предполагают, что они значительно превышают число законных.
В ежегодном отчете Народного защитника Грузии (2018) говорится, что доступ к безопасным абортам остается проблемой.Мониторинг показал, что в некоторых случаях врачи пытаются переубедить женщин, собирающихся прервать беременность. Иногда они применяют неэтичные способы и намерено подают им заведомо неверную информацию об условиях получения услуги или о состоянии их здоровья. Согласно исследованию Фонда имени Фридриха Эберта (2016 год), 42% молодых людей в Грузии считают, что аборты надо запретить на законодательном уровне, 32% – что аборт можно разрешить делать только по медицинским показаниям, и лишь 5% считают, что аборт должен быть разрешен официально.Тем временем, специалисты сходятся во мнении, что запрет на аборт не спасет ситуацию – он лишь вызовет рост нелегальных случаев. Одно из возможных решений – информировать женщин о современных безопасных методах контрацепции. Однако по данным Всемирной организации здравоохранения, Индекс доступности к современным методам контрацепции в Грузии равен 47. Это один из низких показателей в Европе.
Источник: Всемирная организация здравоохранения
Парламент Грузии ужесточил уголовную ответственность за незаконные аборты. Нарушители караются общественным трудом сроком 120-300 часов или лишением свободы на 1-2 года (в случае повторного нарушения их лишают права заниматься врачебной деятельностью на 3 года).
* * *
Отдельная проблема – селективные аборты (когда беременность прерывается после установления пола плода). Согласно исследованию, опубликованному в журнале американской «Национальной академии наук» PNAS, в мире за 47 лет не родились около 23 млн девочек, потому что их родители хотели мальчика. Чаще всего селективные аборты делали в 11 странах. Среди них – Армения, Азербайджан и Грузия. Всплеск селективных абортов в этих трех странах начался после распада СССР.
Закон Грузии запрещает прерывать беременность по половому признаку плода (исключением является наличие у родителей ряда генетических заболеваний), однако, иногда, женщины, узнав пол будущего ребенка, все же прибегают к нелегальным способам прерывания беременности. Часто они идут на это под давлением родственников. По данным соцопросов, 46% семей в Грузии предпочитают иметь ребенка-мальчика и только 9% – девочку. В некоторых слоях общества все еще доминирует представление, что «мальчик – это продолжатель рода» и что «грузинская семья не может считаться полноценной, если в ней нет наследника». Особенно часто такое встречается в семьях, где уже есть один ребенок-девочка. Когда становится известно, что женщина ждет вторую девочку, то в некоторых случаях , окружение вынуждает ее прервать беременность.
Точной статистики по селективным абортам нет (ее трудно собрать, т. к. женщины часто не сознаются, что избавляются от плода из-за пола). Однако согласно докладу Фонда народонаселения ООН (UNFPA), в Грузии в 2008-2012 годы на 100 девочек приходилось 109 мальчиков (среднемировой показатель – 105-106 мальчиков на 100 девочек). Селективные аборты больше распространены в регионах, чем в Тбилиси – в некоторых регионах показатель достигал 113. По оценке UNFPA, в 1990-2010 годы в результате селективных абортов в Грузии не родились 25 000 девочек.Максимальный срок беременности, при котором разрешается делать аборты – 12 недель. Примерно в это же время можно определить пол будущего ребенка. Закон запрещает врачам сообщать родителям пол ребенка в утробе вплоть до 14 – й недели, когда делать аборт уже поздно. Однако женщины, не выдержав давления окружающих, иногда готовы на нелегальные аборты.
После того, как доклад о ситуации с селективными абортами в странах Южного Кавказа был представлен в ПАСЕ, три южнокавказские страны обязались привести свои законодательства в соответствие с рекомендациями Совета Европы. Сегодня в Грузии гендерное соотношение более или менее выровнялось, однако ситуация все еще требует внимания.
Паата Закареишвили
Abortions in Georgia
by Paata Zakareishvili
The rights of women, including access to abortion, remain a major global concern. The significance of the problem is clearly reflected in the fact that French director Audrey Diwan's abortion drama Happening (L'Eventement), which puts the spotlight on the problem of illegal abortions, has won the Golden Lion for the best film at the Venice Film Festival 2021.
Georgia’s current abortion law, which was introduced in 2000, allows abortions in the first 12 weeks of pregnancy, permits termination for medical reasons in the period from 12 to 22 weeks, and bans all abortions after 22 weeks. According to UN, Georgia’s abortion rate was one of the highest in the world in 2010 – 26.5 per 1,000 women aged 15-44. But according to Geostat (National Statistics Office of Georgia), the situation has changed in recent years and the country’s abortion rate reduced to 19 per 1,000 women in 2020. Medical experts attribute the decline to a wider use of contraceptives. Under the law, doctors can refuse to perform abortion for religious or ethical reasons and some of them really do. But others choose to keep the door open because they understand that if a woman has made up her mind to end her pregnancy she will find a way to do it anyway and most likely resort to clandestine unsafe abortion. Although abortion is legal in Georgia, women often seek illegal termination for several reasons. Firstly, many of them simply cannot afford the services of legal abortion providers, which usually charge 250 GEL (about 80 USD) for the procedure. As the national health care insurance scheme does not cover the abortion costs, many women opt for illegal – but cheaper – services.
Source: Geostat
Lack of access to information is another reason. Many women, especially from remote rural communities, just don’t know where to go for abortion. Most of the abortion providers operate in big cities. Few abortion facilities are available in provincial towns and villages. It means that women living in rural communities have to pay additional costs for travel to have an abortion. But even when they reach a big city they don’t know which hospital offers abortion services. Georgia does not have a national database of abortion providers and the health care ministry does not keep information about them. Women are left to look for a service provider on their own. Many of them choose therefore to use non-conventional medical solutions or have “at home” abortion (which is usually cheaper – some 40 USD). There is no reliable statistics about illegal abortions in Georgia. Experts think that illegal procedures far outnumber legal ones.
The Georgian public defender’s annual report (2018) acknowledges that illegal abortions remain a serious problem in the country. The monitoring of abortion services shows that doctors sometimes use unethical methods to dissuade women from abortion, deliberately withholding correct information about the availability of the abortion service and misleading women about their health. According to a 2016 study by Friedrich-Ebert-Stiftung, 42% of the Georgian youths were sure that abortion should be completely banned by law, 32% thought that abortion should be banned by law except in medically justified cases, while 5% said that abortion should be legal.
In the meantime, most of the experts agree that a total ban will hardly reduce abortions – it will simply increase illegal terminations. One of the possible solutions is to raise women’s awareness and improve their access to information about available safe birth control methods. According to World Health Organization, however, Georgia’s contraceptive prevalence rate is one of the lowest in Europe – 47. The Georgian parliament has recently toughened penalties for illegal abortions. Illegal providers can be sentenced to 120-300 hours of community service or 1-2 years of imprisonment (repeat offenders can be stripped of their medical license for 3 years).
Source: World Health Organization
Selective abortion (i.e. sex-selective termination when a particular fetus is perceived as having undesirable gender) is a separate problem. According to a study by US National Academy of Sciences, the sex ratio at birth (SRB) imbalance resulted in 23.1 million missing female births globally in the 1970-2017 period because parents wanted to have boys. Eleven countries account for most of the selective abortions in the world, including Armenia, Azerbaijan and Georgia where selective terminations surged after the USSR break-up.
Selective abortions are banned in Georgia by law, except in medically justified cases (when one or both parents have genetic conditions). However, women sometimes seek sex-selective abortion – often under pressure from relatives – after learning the gender of their future child. Public opinion polls show that 46% of Georgian families prefer boys to girls and only 9% think otherwise. In some social groups families without boys are seen as inferior because a prevailing view among parents is that only boys can continue the family line. That is why when a family with a child girl learns that the mother is pregnant with another, relatives may sometimes force the woman to terminate.
There is no reliable statistics about selective abortions in Georgia (respective data is hard to obtain because women rarely confess to gender-selective termination). However, according to UNFPA, Georgia’s SRB index was 109 male births per 100 female births in 2008-2012 (the global average is 105-106 male births per 100 female births). Gender-selective abortions are more widespread in the regions than in Tbilisi, with SRB index reaching 113 in some regions. UNFPA estimates that 25,000 female births were missed in Georgia in 1990-2010 due to selective abortions.
Abortions are allowed in Georgia only in the first 12 weeks of pregnancy. The fetal gender is identified at approximately the same time. The law bans doctors from telling parents about their future child’s sex until the 14th week when it is already too late to terminate. However, under pressure from relatives, some women are prepared to risk having an illegal selective abortion.
After the selective abortion situation in South Caucasus countries was discussed by PACE, all three countries pledged to bring their abortion laws into line with Council of Europe recommendations. Although Georgia’s SRB index has become more or less balanced in recent times, due attention still must be given to the situation.
****
1 – The abortion rate, thousand
2 - Contraceptive prevalence rate in some European and Central Asian countries, traditional and modern contraception methods
მასალის გამოყენების პირობები