სტატია
უსაფრთხოება და 150 კმ-იანი მანძილი - რას ფიქრობენ ზუგდიდში საექსკურსიო რეგულაციებზე
რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტროს მიერ სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შესახებ გახდა ცნობილი. სამინისტროს რეგულაციების თანახმად, იკრძალება ექსკურსიები ღამისთევით ან ისეთ ადგილას წასვლა, რომელიც სკოლიდან 150 კმ-ით შორსაა. ამავე რეგულაციებით, განისაზღვრა ადგილები, რომლის მიმდებარედაც ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები არ უნდა მოხვდნენ, მათ შორის მდინარეები, წყალსაცავები და სხვა. გარდა ამისა, მკაცრდება ტრანსპორტირების კონტროლი, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირებს შორის კი აუცილებლად უნდა იყოს თუნდაც ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

რადიო "ათინათი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ ზუგდიდელი მოსწავლეები, მშობლები და დირექტორები აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების ნაწილს ექსკურსიის მარშრუტის შეცვლამ მოუწია, მაგალითად, ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორმა ლევან ღურწკაიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მათ რეგულაციების გათვალისწინებით მარშრუტი მაქსიმალურად შეცვალეს. დირექტორი მიიჩნევს, რომ რეგულაციები უსაფრთხოების დაცვას ემსახურება, თუმცა ის, რომ დასაშვები მანძილი 150 კმ-ია, მისთვის გაუგებარია.

"უსაფრთხოების ნორმებია მაქსიმალურად დაცული, ტრაგიკული სიტუაციებიდან გამომდინარე, გარანტირებულია, რომ ექსცესები არ მოხდეს. ეს დევს ამაში, რადგან ხშირია მსგავსი რამეები, ამიტომ გახდა აუცილებელი ექიმის თანხლება, ტრანსპორტის ტექდათვალიერება და ასე შემდეგ. რაც შეეხება 150კმ-იან მანძილს, მაგ რეგულაციის არსს ვერ ვხვდები, რატომ მეტი არაა, მაგრამ, ალბათ, შემდგენლებს აქვთ არგუმენტები და არის ლოგიკა მასში. სასიამოვნო არაა, რადგან მოსწავლეებს რომ შეეძლოთ ისტორიული ადგილების მონახულება ქვეყნის მასშტაბით, კარგი იქნება", - გვითხრა ლევან ღურწკაიამ.

მანძილის შეზღუდვა გაუგებარი და მიუღებელია ნათია გოგოხიასთვის, რომელიც მეთერთმეტე და მეხუთე კლასელი მოსწავლეების დედაა. ნათია ფიქრობს, რომ ეს პუნქტი ექსკურსიის ფუნქციას, რომ მას საგანმანათლებლო დატვირთვა ჰქონდეს, უგულებელყოფს. მეორე მხრივ, მისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა აუცილებელია.

"მისაღებია, რომ რეგულაციები დაწესდა ტრანსპორტზე და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, მაგრამ წარმოუდგენელია მანძილის შეზღუდვა, რომელიც ცალსახად ხელს შეუშლის შიდა ტურიზმის განვითარებას და ზოგადად, სასკოლო ექსკურსიების ინტერესს დაკარგავს. ვფიქრობ, რომ ექსკურსიებს უნდა აწყობდნენ ამ სფეროში გამოცდილი კერძო კომპანიები და არაა სკოლის მასწავლებლები, შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმებიც დაცული იქნება და ექსკურსიის საგანმანათლებლო მხარეც", - თქვა ნათია გოგოხიამ.

უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის საჭიროებას ემხრობიან მოსწავლეებიც. მეთორმეტე კლასელის თიკო ლაგვილავა ამბობს, რომ ის, რომ ზუგდიდელი სკოლის მოსწავლეები სასკოლო ექსკურსიის ფარგლებში, მაგალითად, უფლისციხეს ვერ დაათვალიერებენ, მათთვის გაუგებარია. თიკო მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები, გარკვეულწილად, შესაბამის პირებს პასუხისმგებლობას აცილებს და უსაფრთხოების დაცვა სხვა ნაბიჯების გადადგმით შეიძლებოდა.

"ვფიქრობ, რეგულაციებია იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიცილონ თავიდან და არა რეალურად იმისთვის, რომ ფატალური შემთხვევები შემცირდეს ჩემი აზრით, ახალგაზრდებისთვის დამღუპველია, ეს შეზღუდული მანძილი, რადგან მთელი წელი რასაც ვსწავლობთ, საჭიროა, მერე ეს დავათვალიეროთ, გავიცნოთ. ჩვენ ხომ უნდა ვიცნობდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, გავიცნოთ, ვნახოთ ეს ადგილები და ამ კულტურულ-მატერიალური ძეგლების ნახვის უფლებას გვართმევენ. თითოეულ სკოლას უნდა ჰყავდეს გამართული ტრანსპორტი, კვალიფიციური მძღოლი, ექიმი, დაცვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.

ბოლო წლების განმავლობაში სასკოლო ექსკურსიების დროს რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. პანდემიის პირობებში კი, ექსკურსიები აკრძალული იყო.

ახალი რეგულაციების შესახებ დოკუმენტი და მინისტრის ბრძანება უკვე მიიღო ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.