სტატია
იღებენ თუ არა ნებართვებს ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველები პროდუქტებისა და ნივთების აფხაზეთში წასაღებად - გალელების კომენტარები
ენგურს მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები თუ ოჯახისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები შეიძინონ. აფხაზეთში ე.წ მესაზღვრეები ამოწმებენ ყველაფერს, რაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადადის.

რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელში შერიგების სამინისტროს წარმომადგენელ თორნიკე ხონელიძისა (მითითებული ნომერი სწორედ ამ პირს ეკუთვნის) და საქართველოს მოქალაქის მიმოწერის ე.წ. სქრინები გაასაჯაროვა ზუგდიდელმა აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ. "სქრინებში" ვკითხულობთ, როგორ ითხოვს ნებართვას აფხაზეთში მცხოვრები ადამიანი 20 კგ ყველის საახალწლოდ სახლში წასაღებად, თუმცა უფლებას მხოლოდ 5 კილოგრამის გადატანაზე ეძლევა.



რადიო "ათინათი"
იმ ადამიანებს ესაუბრა, რომლებსაც სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ხშირად უწევთ. მათი ნაწილი ადასტურებს, რომ ქართული მხარის წარმომადგენელთან უწევთ შეთანხმება, თუ რა პროდუქტი გადააქვთ. ზოგჯერ პასუხს მალევე იღებენ, ზოგჯერ კი საათობით უწევთ ლოდინი. რესპონდენტების ვინაობას მათივე უსაფრთხოების მიზნით არ ვასაჯაროებთ.

"მე მქონდა ერთი შემთხვევა - ტელეფონით ველაპარაკეთ და მერე მოგვცეს ნებართვა ტელევიზორის გადასატანად. ხშირად გვიწევს კონტაქტი, თუ შეხვედრაზეა ან არ სცალია, დიდი ხანი გვიწევს ველოდოთ პასუხს. გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი ჩვენივე უსაფრთხოების გამო ხდება, სხვას არაფერს", - ამბობს გალელი რესპონდენტი.

"პირად ნომერს, სახელს და გვარს ჩაუგდებ, შემდეგ უნდა ელოდო. ზოგჯერ 10 წუთში გწერს პასუხს, ზოგჯერ ერთ საათში. როცა დიდი რაოდენობით ალკოჰოლი გადაგაქვს, გიწევს შეთანხმება, უნდა იცოდნენ, როცა რაღაც ბევრი მიგაქვს. ხშირად არის ხოლმე, რომ უარს გვეუბნებიან. ჩემს ახლობელს დაკრძალვისთვის გადაჰქონდა პროდუქტები - ხილი, ბოსტნეული და წვენები და არ გადაატანინეს. შემდეგ ნაცნობების საშუალებით გადაიტანეს. რა ნიშნით იღებენ გადაწყვეტილებას არ ვიცით", - გვიყვება სხვა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები.

ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც გალის რაიონში ცხოვრებს, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა, რომ საკვები პროდუქტების რაოდენობა შეეთანხმებინა უწყების წარმომადგენლისთვის, არ ყოფილა. თუმცა, როცა ტექნიკა, მანქანის ნაწილები ან საბურავები გადააქვთ, უკავშირდებიან მისთვის უცნობ პიროვნებას, რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ და აწვდიან ინფორმაციას ტექნიკის მოცულობის შესახებ.

"ვინმეს ეთქვას, შეუთანხმდით , თორემ არ გადაგატანინებთ, მე პირადად არ მქონია მსგავსი შემთხვევა. მაგრამ, როცა დიდი რაოდენობით გადააქვთ ტექნიკა, საბურავები ან მანქანის ნაწილები, უწევთ შეთანხმება. რამდენიმე დღით ადრე რეკავენ და აწვდიან ინფორმაციას, თუ რა დანიშნულებით გადააქვთ ესა თუ ის ნივთი", - ამბობს გალის რაიონის მცხოვრები.

ადამიანების ნაწილს, რომელიც რეგულარულად კვეთს ანგურზე ე.წ საზღვარს, არასდროს ჰქონია კომუნიკაცია ქართული მხარის წარმომადგენელთან მსგავს ნებართვასთან დაკავშირებით.

"არასდროს შემითანხმებია პროდუქტის გადატანა, არც მე, არც ჩემს მეზობლებს. რამდენიმე დღის წინაც იყო რაღაცა სუფრა, ჩვეულებრივად გადმოვიტანეთ ყველიც, ღვინოც, სხვა რაღაცებიც. აფხაზებმა შეიძლება გადაგამოწმონ ამ მხრივ, თორემ ჩვენს მხარეს დარეკვა არასდროს დაგვჭირვებია,"- გვიყვება კიდევ ერთი რესპონდენტი.

"ხშირად დავდივარ იქით, რადგან მშობლები და ძმები გალში ცხოვრობენ, ბოლოს ახალ წელს ვიყავი. აქედან ბევრი რამ მიმაქვს და არასდროს პრობლემა არ მქონია, ბიძა მყავს გარდაცვლილი ახლა და გადავიდა ჩემი ბიძაშვილი. ტელეფონით ველაპარაკე და მასაც არანაირი პრობლემა არ შექმნია. ჩვეულებრივად, არც არაფერი უკითხავთ, ისე გადაიტანა უამრავი ხელჩანთა,"- გვიყვება საქართველოს მოქალაქე, რომელიც გალში ხშირად გადადის.

რა როლი აქვს მსგავს შემთხვევაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს - ამ კითხვით მინისტრის აპარატს და უშუალოდ თორნიკე ხონელიძეს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა მათ კონკრეტული პასუხის ნაცვლად გვითხრეს, რომ კომენტარის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.