სტატია
რატომ არ ემორჩილებიან ზუგდიდელი მწერლები მწერალთა სახლის დირექტორად „ქართული ოცნების“ დეპუტატის დანიშვნას
საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად „ქართული ოცნების“ დეპუტატის ქეთევან დუმბაძის დანიშნვას ეწინააღმდეგება 102 ქართველი მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანი. მათ შორის არიან ზუგდიდელი ავტორები ზვიად კვარაცხელია, ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.

მწერალთა სახლის მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოკვეთილია ყველა ის მიზეზი, რის გამოც ახალ დირექტორს ბოიკოტი გამოუცხადეს ქართველმა ავტორებმა.

„როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას.

მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე ხაზგასმულია, რომ ხელმომწერები დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის სამინისტროს იმ პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს და არ იღებენ ახალ დირექტორად იმას, ვინც ქართული საზოგადოების საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ორგანოში მხარი დაუჭირა ე.წ რუსულ კანონს.

რადიო „ათინათი“ დაუკავშირდა განცხადების ზუგდიდელ ხელმომწერებს, ზვიად კვარაცხელიასა და ნიკა ლაშხიას.

კვარაცხელიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც მინისტრი წულუკიანი ახორციელებს კულტურისა და მეცნიერების სფეროში დასაქმებულ პროფესიონალთა წინააღმდეგ.

„გადაწყვეტილება მიმართულია იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არიან თავისუფლების კუნძულები საქართველოში, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ და არ ემორჩილებიან ქართული ოცნების პარტიულ დიქტატს. ეს არის ერთგვარი შურისძიება პროფესიონალების წინააღმდეგ მათი თავისუფალი აზრის წინააღმდეგ, რაც დაგვირგვინდა რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატის მწერალთა სახლში მივლინებით“, - ამბობს კვარაცხელია.

კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მწერლები მოითხოვდნენ დირექტორის კანტიდატის სამუშაო ჯგუფთან და სექტორის პროფესიონალებთან ერთად შერჩევას, თუმცა დირექტორი ჩვეულ სტილში, პარტიული და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაინიშნა.

მსგავსად სხვა ხელმომწერებისა, ნიკა ლახშიაც ყურადღებას ამახვილებს ერთპიროვნული დანიშნვის პრობლემაზე.

„მწერალთა სახლის ხელმძღვანელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნოს კულტურის მინისტრის ხელდასხმით. მიმაჩნია, რომ არჩევნების გზით მწერლებმა უნდა აირჩიონ, თუ ვინ უხელმძღვანელებს მწერალთა სახლს“, - თქვა ლაშხიამ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, მწერალთა სახლს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ქეთი დუმბაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 10 აგვისტოს გავრცელდა. 2019 წლიდან, მწერალთა სახლს ნატა ლომოური ხელმძღვანელობდა, თუმცა აგვისტოს დასაწყისში აცნობეს სამიანობის ვადის ამოწურვის შესახებ. ქეთევან დუმბაძე საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულებას 2023 წლის 4 სექტემბრიდან შეუდგება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.