ხუთი მოთხოვნიდან სამი ცდება საკრებულოს კომპეტენციას. თითოეული საჯარო მოხელე, რომელიც არის დასაქმებული საკრებულოს აპარატში, არის კონკურსის წესით დანიშნული და ხელახალი დანიშვნა რა საჭიროა არ ვიცით,
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თაზო ფაცაცია მიიჩნევს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევა ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობისა“
„ქართული ოცნების“ წევრი ჯანო პერტაია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევას აფასებს და ამბობს, რომ ამით „ნაციონალური მოძრაობის“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარე მესამე მცდელობაზეც ვერ აირჩიეს. წინა სხდომებისგან განსხვავებით, დღეს თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდა.
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდში სურსათის პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრარულ ბაზარში იყიდება. რამდენად უსაფრთხოა სურსათი, რომელსაც აქ ვყიდულობთ, როგორ აკონტროლებენ მოვაჭრეები პროდუქტის ხარისხს და იციან თუ არა ვისი წარმოებულია პროდუქცია. ვრცლად ქუჩის გამოკითხვიდან შეიტყობთ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტით (173.0 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე - ჯვარში, ასევე, კანთისა და ლეხარჩილეს უბნებში ცეცხლის კერები გასულ ღამეს გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.