ფრაქციის “კავშირი90/მწვანეები” წარმომადგენელმა ანტონ ხოფრაიტერმა განაცხადა, რომ მისთვის გაურკვეველია, ვინ უხელმძღვანელებს კოალიციას. „ ფრანგები?ამერიკელები?" როგორ განვითარდება რუსეთთან ურთიერთობები, რომელიც დე ფაქტო აკონტროლებს სირიის საჰაერო სივრცეს და ღიად უჭერს მხარს ასადს?“. ბუნდესვერის ოპერაციაში მონაწილეობის წინააღმდეგია მემარჯვენეთა პარტიის ოპოზიციური ფრაქცია, ასევე „მწვანეთა“ უმრავლესობა. მისია სავარაუდოდ, 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაგარძელდება და 134 მილიონი ევრო დაჯდება. ბერლინი სირიაში 4-დან 6- მდე მზვერავ თვითმფრინავს “ტორნადო” გაგზავნის, გერმანული ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში მხარს დაუჭერს ფრანგულ ავიამზიდს “შარლ დე გოლი”.
მასალის გამოყენების პირობები