ევროკავშირმა ბელარუსს სანქციების ნაწილი მოუხსნა - მათ შორის ისინი,
რომელიც უკვე 13 წელია მოქმედებდა.
ევროკავშირის საბჭოს პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის საგარეო უწყების
ხელმძღვანელებმა სავიზო და ფინანსური შეზღუდვები გაუუქმეს ალექსანდრე
ლუკაშენკოსა და კიდევ 170 ადამიანს. აღნიშნული სანქციები 1998 წელს,
ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული პოროცედურების დარღვევისთვის
დააწესეს. თუმცა, მინსკისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო ძალაში
რჩება.
გერმანელმა მინისტრმა ფრანკ - ვალტერ შტეინმაიერმა აღნიშნა, რომ 4
თვით სანქციების შეჩერება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოქტომბერში
ბელარუსში სინდისის ბოლო პატიმარი გაათავისუფლეს.
ევროკავშირის ოფიციალურ დასკვნაში აღნიშნულია ის სფეროები, რაშიც
ბელარუსმა წინსვლა აჩვენა - ქვეყნის აქტიურ როლი აღმოსავლეთ
პარტნიორობასა და ზოგადად, რეგიონში.
მასალის გამოყენების პირობები