მერკელი: მიგრანტები ევროკავშირს სამეზობლო პოლიტიკის შეცვლას აიძულებენ
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დარწმუნებულია, რომ ევროპაში
მიგრანტების მასობრივი ნაკადის შემოსვლა,
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევს.
"ევროკავშირმა უნდა შექმნას პირობები, რომლებიც სამეზობლოში
სტაბილურობას შეუწყობენ ხელს", - ამის შესახებ, მან მიგრანტების
განთავსების საკითხებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მერკელმა აღნიშნა, რომ ბრიუსელმა ევროკავშირის გარე საზღვრებზე უნდა
გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის
ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაა,
რომელშიც აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, მოლდოვასა და
უკრაინასთან ერთად საქართველოც შედის.
მასალის გამოყენების პირობები