სირიაში, ქ. ჰომსის რაიონში, რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ми-28Н
"ღამის მონადირე" ჩამოვარდა,
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინიტრო იტყობინება. შემთხვევის
შედეგად, ორივე პილოტი დაიღუპა. მათი ცხედრები ჰმეიმის რუსულ
ავიაბაზაზე გადაასვენეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი არ ჩამოუგდიათ, თუმცა
კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ბი - ბი - სი - ს
ინფორმაციით, ეს რუსეთის საჰაერო ძალების მესამე დანაკარგია სირიაში
სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან. 2015 წელს თურქულმა გამანადგურებლმა
რუსული თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდო.
მასალის გამოყენების პირობები