ევროპულმა კავშირმა რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები
2017იანვრის ბოლომდე გააგრძელა.
გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო - ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ევროპული
კავშირის ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სანქციები
იმოქმედებენ მანამ, სანამ რუსეთი არ შეასრულებს მინსკში მიღწეულ
მოლაპარაკებებს,უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად
დარეგულირების შესახებ.
ევროკავშირმა და აშშ-მ მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები
2014 წელს დააწესეს. ეს გადაწყვეტილება დასავლეთმა რუსეთის
მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების
მხარდაჭერის საპასუხოდ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები