ზუგდიდში „ლელოს“ შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძეს ბრალდებებს უპასუხეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ფაცაცია ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც შეხვედრაზე მივიდნენ, არ უჩხუბიათ და ხაზარაზესთან მხოლოდ კითხვები ჰქონდათ. მისივე თქმით, ეს ადამიანები ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მაგალითები და ჩვენი დროის გმირები არიან.
„ბატონი მამუკა ხაზარაძე რა გაუკვირდა მე ვერ მივხვდი. ბატონი ბანკირი არის ეროვნული მოძრაობის მოწინააღმდეგე წლების მანძილზე, ქალბატონი მადონა მაქაცარია, რომელსაც ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ, ასევე როლანდ მაქაცარია და ჯამბულ ბოკუჩავა არიან ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მაგალითები, რომლებსაც მთელი ზუგდიდი პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა ამ ადამიანებს ექნებოდათ შეკითხვები და რეაქციები. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე 9 აპრილს უდიდესი ტრაგედია,როცა დატრიალდა საქართველოში, ის ატარებდა კომუნისტური პარტიის ბილეთს და მანდატს. მას კომუნისტური პარტია არ დაუტოვებია ეს ერთი, ის ებრძოდა ეროვნულ მოძრაობას. მინდა გითხრათ, რომ დავალებები ზოგადად ჩვენი სტილი არ არის. დავალებები მახსოვს, თუ როგორ კეთდებოდა 2012 წელს და ჩვენს შეხვედრებს, როგორ არბევდნენ და შლიდნენ. ამ ადამიანებს, თუ შეკითხვა გაუჩნდებათ ვინმესთან მათ აქვთ ამისი უფლება და სრულიად სამართლიანი, ნებისმიერთან მივიდნენ და ჰკითხონ. მათ ხომ არ უჩხუბიათ, მათ უბრლაოდ შეკითხვები დასვეს იმ თემებზე, რაც მათ აწუხებდათ, თუმცა ამომწურავი პასუხები არ მიუღიათ. მე ვნახე კადრები სადაც არის კითხვა-პასუხის რეჟიმი სადაც, ეროვნული მოძრაობის გმირებმა, ჩვენის დროის გმირებმა, რომლებმაც შეკითხვები დასვეს, მაგრამ პასუხები ვერ მიიღეს“, - თქვა ფაცაციამ.
ინფორმაციისთვის, „ლელოს“ შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძე მმართველ პარტიას
ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები