2029 წელი არის მაქსიმალური ვადა ანაკლიის პორტის პროექტის დასრულებისთვის და ამ დროისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
მისი განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნისთვის და სამეგრელოს რეგიონისთვის.
„მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ბელგიური კომპანია უკვე აწარმოებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ეს სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, - განმარტა მან.
ინფორმაციისთვის, 27 ნოემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი და ასევე, კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, „ფინალურ ეტაპზეა“.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროექტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 150 მლნ ლარით დაფინანსდება.
რაც შეეხება პარტნიორ კომპანიას და ჩინურ კონსორციუმთან თანამშრომლობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი თქმით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.
პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი ბელგიურ კომპანია "Jan De Nul"-თან მოლაპარაკებები 29 აგვისტოს დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა. მათ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, რომ კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს, რაც გულისხმობს ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებასა და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობას.
ამავე თემაზე:
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, - ლევან დავითაშვილი
ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოებისთვის საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა
ანაკლიაში პორტის პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა
2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი
პორტის პროექტირებისთვის ადგილზე სხვადასხვა სამუშაო დაიწყო - ანაკლიის საზღვაო ნავსადგური
ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება “Jan De Nul”-თან გაფორმდა
ანაკლიის პორტის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე - მინისტრი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ბელგიური კომპანია შეასრულებს - ეკონომიკის სამინისტრო
მასალის გამოყენების პირობები