საქართველოს ზოგიერთ კუთხეში საქორწილო სუფრის უფროსს (გამრიგებელს) ეჯიბი წარმოადგენდა, სამეგრელოში ამ ფუნქციას ასრულებდა და დღესაც ასრულებს „დუდკოჩი“ (თავკაცი),რომელსაც ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ოჯახის უფროსი ასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის სტატისტიკით, უწყების თანამშრომლებმა 2024 წელს სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 315 პირი შეამოწმეს.
შსს-ს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წელს ქალზე ძალადობის 25 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პროევროპული აქციების 77-ე დღეს მოქალაქეები კვლავაც 18:00 საათიდან შეიკრიბნენ ტრადიციულ ლოკაციაზე და მსგავსად წინა დღეებისა მოითხოვეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის ერთ- ერთმა კანდიდატმა ადგურ ხურხუმალმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს ფაქტობრივად წაართვა „დამოუკიდებლობა“, როცა ის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა“.
გადაცემაში საუბარია მუზეუმის ახალ გამოცემაზე, უნიკალური კატალოგი, რომლის აუდიო ვერსიას შემოგთავაზებთ ჩვენი გადაცემების მეშვეობით. გზამკვლევი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრესსა და უნიკალურ სიძველეთსაცავს ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმსა და მის კოლექციებს ეძღვნება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის „მინისტრი“ ჯანსუხ ნანბა „უკანონოდ მიიჩნევს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზის შპს სოხუმის ჰიდროელექტროსადგურისთვის გადაცემის შესახებ“. გამოცემა „აიაშარა“ წერს ამის შესახებ.
11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, მათ შორის, ბაბუშარას აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ საცდელ ფრენას.
დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება იყო, რომელიც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.