ენგურჰესის გენერალური დირექტორი ლევან მებონია “ეხოკავკაზასთან” საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მიმართულებით ტრანსფორმატორის ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებმა სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში კრიფტოფერმა აღმოაჩინეს, რომელიც შედგებოდა 177 მაინინგის აპარატისგან და ეკუთვნოდა რუსლან აშუბას და გიორგი ჟოვნირს.
"აქ მთავარი პრობლემა არის არა ბაზაში ან სხვადასხვა აღჭურვილობაში, არამედ მთავარი პრობლემა არის ოკუპაციაში და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა. ამიტომ, ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ეს საფრთხეც დასრულდება",
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმის ე.წ პროკურატურამ თენგიზ სერგეგიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო.
"გაზაფხულ - ზაფხულის წყალდიდობის პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, ენგურზე, დღე-ღამის ნებისმიერი დროის მონაკვეთში, მოსალოდნელია წყლის ხარჯის გატარება მდინარის კალაპოტში",
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას გალის რეგიონში ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა.
დღეს, 21 მარტს, 20:45 საათიდან, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. ამის შესახებ "ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო" ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
ძველ სამეგრელოში არსებობდა ,,მახარეს“ (მახარობლის) ერთ-ერთი დაფასებული სოციალური ინსტიტუტი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა თვისებებით გამოირჩეოდა ,,მახარე “ და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.