ასლან ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებით, ე.წ. ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს მოსკოვსა და სოხუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების კანონპროექტის „პარლამენტიდან“ გაწვევის შესახებ.
„აფსნიპრესის“ ცნობით, გადაწყვტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით" მიიღეს.
მანამდე, მომოტინგეებმა გამოაცხადეს თავიანთი მოთხოვნა - „ბჟანიას უპირობო გადადგომა პრეზიდენტის პოსტიდან“.
ტელეგრამის არხების თანახმად, ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეაღწიეს, ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, არაფერი დააზიანონ ოთახებში, ხოლო ძალოვანებს - გადმოვიდნენ მათ მხარეს.
დღეს, 15 ნოემბერს, ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების
რატიფიცირების პროცესი.
ამავე თემაზე:
სოხუმში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის ეზოში შეიჭრნენ
სოხუმში, ე.წ. პარლამენტთან სროლის ხმა ისმოდა - ტელეგრამის არხები
მასალის გამოყენების პირობები