ახალი ამბები
მარიამ სიჭინავა ბალაკლავის ტარების გამო სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, დღეს, 24 იანვარს, პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას პროცესი გაიმართა. სასამართლომ, აქციაზე ბალაკლავას ტარების გამო, სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ გამოაცხადა.

პროტესტის ნიშნად, სასამართლო პროცესზე აქტივისტი კვლავ ბალაკლავით გამოცხადდა. მას, ასევე, ხალათი და ჩუსტები ეცვა.

"როცა სისტემას ჰგონია, რომ გაშინებს და გღლის და ამ დროს შენ სასამართლოში თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში", - წერს სიჭინავა საკუთარ სოციალურ ქსელში და სასამართლოში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

ზუგდიდში მიმდინარეო უწყვეტ აქციებზე "დროას" წარმომადგენელი ორჯერ დააკავეს. მას გამოძიება, ორივე შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის, ანუ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას
ედავებოდა, სასამართლომ კი ადმინისტრაციულ სახდელად 5000-5000 ლარი დააკისრა.

გარდა ამისა, ზუგდიდში პროევროპულ აქციებზე ე.წ ბალაკლავას ტარებისთვის 2000-2000 ლარით დაჯარიმებულია აქტივისტები კერენ ესებუა და ცაბუნია ვართაგავა. 16 იანვარს, ესებუა ფეიერვერკის გასროლის გამო დააკავეს და 18 იანვარს 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

სასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა (ფოტო)

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციის მონაწილეები ბალაკლავას ტარებისთვის დააჯარიმა

სასამართლომ მარიამ სიჭინავა 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა

ზუგდიდში მასწავლებელი დააკავეს (ფოტო/ვიდეო)

ზუგდიდში აქციაზე მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
05 / თებერვალი 2025
წალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობის მიერ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების მოთხოვნის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე 3 თებერვალს ჩავიდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას დაჰპირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარემ გაავრცელა.
04 / თებერვალი 2025
„IDS ბორჯომი საქართველო” ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ბაკურიანი ციდას“ დალევის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.
04 / თებერვალი 2025
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია უმეთვალყურეოდ დარჩენილი 100 ძაღლის დროებით თავშესაფარში გადასაყვანად 17 000 ლარს გამოყოფს. ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.