ახალი ამბები
ბჟანია აფხაზებს ურჩევს, არ აიღონ თბილისიხ მიერ შემოღებული ნეიტრალური პასპორტები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი აფხაზებს ურჩევს, არ აიღონ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული „ნეიტრალური პასპორტები“ .
ამის შესახებ ასლან ბჟანიამ ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვუში, 19 სექტემბერს განცახადა.

მისი თქმით, „ძალიან გააკვირვა" ე.წ. „პარლამენტის" ყოფილი დეპუტატის, ლეონიდ ჩამაგუას განცხადებამ, რომ აფხაზებმა „ნეიტრალური პასპორტებით“ უნდა ისარგებლონ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა შესაძლოა „აპარტამენტების“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებს“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას, ამ ფონზე, ჩამაგუასთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა გამოიყენონ „გაეროს მიერ შეთავაზებული“ ეს პასპორტები, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მძიმედ დაავადებული ნათესავი ჰყავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება.

აფხაზი ლიდერის განმარტებთ, ეს „პირობითად ნეიტრალური პასპორტებია“, იდეა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის და წარმოადგენს თბილისის მიერ „ოკუპირებულად წოდებული" აფხაზეთის რეინტეგრაციის პროგრამის ნაწილს.
„მე არავის ვურჩევ ნეიტრალური პასპორტების აღებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი, აფხაზური პასპორტები. გვაქვს ჩვენი მოკავშირის(რუსეთის) პასპორტები და ეს სრულიად საკმარისია“, - განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე იუსტიციის სახლებში შეუძლიათ აიღონ ჰუმანიტარული ხასიათის ორი საბუთი - პირადობის ნეიტრალური მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. მოწმობით შესაძლებელია სოციალური მომსახურების უფასოდ მიღება, ნეიტრალური დოკუმენტით კი - საზღვარგარეთ გამგზავრება.

ინფორმაციისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა. მიზეზად მოსკოვი აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს. გარდა ამისა, მოსკოვი აპირებს მოუწოდოს სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს, მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები „აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულების არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / სექტემბერი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი აფხაზებს ურჩევს, არ აიღონ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული „ნეიტრალური პასპორტები“ .
20 / სექტემბერი 2024
28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
20 / სექტემბერი 2024
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და პარლამენტის დეპუტატის ანა წითლიწის ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ დევნილთა დასახლებაში მისი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
18 / სექტემბერი 2024
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.