ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, დევნილთათვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.