საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
"მინდა იმ ტრაგედიას მივუძღვნა ჩემი პირველი სიტყვები და გავუზიარო ოჯახს, მთლიანად გალს, იმ რეგიონს ჩემი ძალიან ღრმა მწუხარება ამ ნამდვილად უსამართლო ტრაგედიის წინაშე, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში სუფევს, სადაც არანაირი დახმარება არ გამოუჩნდათ იმ ბავშვებს, როცა ასეთი ხანძარი გაჩნდა. ეს ყველასთვის, ჩვენთვის, მთლიანად საქართველოსთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა", - თქვა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის,
დღეს დილიდან, ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც სოფელ საბერიოში დაკრძალვაზე წასვლა სურდათ. ოჯახის ნათესავები, მეზობლები და ახლობლები ხიდთან მცირეწლოვნების სურათებით მივიდნენ. მათ თქვეს, რომ ე.წ საზღვარზე გადასვლა აფხაზურ მხარესთან შეთანხმებული სიების საფუძველზე იყო შესაძლებელი, რის გამოც სამძიმარზე წასვლა ბევრმა ვერ მოახერხა.
5 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთში, ჭოლარიების ოჯახში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მცირეწლოვნები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს
მკურნალობას. დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ. მათი ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში
9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაეშვა.
მასალის გამოყენების პირობები