ახალი ამბები
ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში, ხანძარი ლოკალიზებულია, დასრულდა შენობაში მყოფების ევაკუაცია (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში, ორსართულიან შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა არის ძლიერი დაკვამლიანება და ხანძრის ახალი კერების გაჩენის საშიშროება.



ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში დარჩენილი ადამიანების ევაკუაცია დაასრულეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ყველა მცხოვრები უკვე გამოყვანილია ხანძრის ზონიდან.

ამავე ცნობით, ერთ-ერთი იყო ქალი, რომელსაც ფეხი ამპუტირებული აქვს და მწოლიარე პირი.

ცნობისთვის, ზუგდიდში, ცოტა ხნის წინ, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში, ორსართულიან კორპუსში, რომელშიც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივების თქმით, ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მოედო მეორე სართულს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ხანძარია, იწვის ძველი ბაზრის შენობა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში ხანძარია ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში იწვის ყოფილი ბაზრის ორსართულიანი შენობა, რომელშიც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
22 / დეკემბერი 2024
პროტესტის 25 - ე დღეს, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.
22 / დეკემბერი 2024
ადგურ ხარაზიას „დეპუტატის“ იმუნიტეტი მოუხსნეს. გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.